საფრანგეთში ანგელა მერკელის შიშველი სკულპტურა გამოფინეს

საქართველო, თბილისი - 10:13 | 07.03.2018
ნანახია: 2139

ლიონში „შიშველი მერკელის“ სკულპტურა გამოფინეს. ამის შესახებ The Art Newspaper-ი იუწყება.

სკულპტურა  გერმანიის კანცლერსა და მის ორ მეგობარს გამოსახავს. ის იმ ფოტოგრაფიის მიხედვით შექმნეს, რომელიც თავისუფალი გერმანელი ახალგაზრდების კავშირში მერკელის ყოფნის დროს არის გადაღებული.

სკულპტურა სახელწოდებით Is Beautiful მარმარილოსგან არის დამზადებული და მისი ავტორი ალჟირელი ხელოვნების მოღვაწე ადელ აბდესმედია.

სკულპტურა ლიონში მოქანდაკის L'Antidote-ის გამოფენაზე 9 მარტიდან 8 ივლისამდე იქნება წარმოდგენილი.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე