პატრიარქმა ირაკლი ღარიბაშვილს წმინდა გიორგის ხატი უსახსოვრა

საქართველო, თბილისი - 13:45 | 23.11.2015
ნანახია: 1649

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წმინდა გიორგის ხატი უსახსოვრა. 
პატრიარქმა მთავრობის მეთაურს ხატი ქაშუეთის ტაძარში გადასცა, სადაც გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდა.
"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ასეთი ძვირფასი ხატის მიღება. მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, პირველ რიგში კი თქვენ, თქვენო უწმინდესობავ. ეს არის განსაკუთრებული დღე თითოეული ქართველისთვის, თითოეული მართლმადიდებლისთვის. ქართველებისთვის წმინდა გიორგი მართლაც განსაკუთრებული წმინდანია. ჩვენ არაერთი ბრძოლა მოგვიგია წმინდა გიორგის შეწევნით და დახმარებით. ის არის ჩვენთვის სიმბოლო სიყვარულის და სიკეთის გამარჯვების, ბოროტების დამარცხების. მინდა, ყველას გისურვოთ, ბოროტების დამარცხება სიკეთით და სიძულვილის _ სიყვარულით, ერთიანობით. მხოლოდ ამით შეგვიძლია, გავაერთიანოთ საკუთარი ერი და სამშობლო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე