რუსეთი სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების პოზიციებზე ავიადარტყმებისთვის ემზადება

საქართველო, თბილისი - 12:44 | 24.09.2015
ნანახია: 2035

რუსეთი სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიადარტყმებისთვის ემზადება. როგორც Bloomberg-ი წერს, რუსეთი ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში იმ შემთხვავაშიც ჩაერთვება, თუ აშშ მოსკოვთან ერთობლივ მოქმედებაზე უარს იტყვის.

რუსეთს მისაღებ ვარიანტად მიაჩნია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების წინააღმდეგ მოსკოვის, ვაშინგტონის, ირანისა და სირიელი სამთავრობო არმიის ერთობლივი მოქმედება.

Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ 28 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად, პუტინის ვიზიტის ცენტრალური მოვლენა მისი ობამასთან შეხევდრა იქნება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე