„საქართველოს ოკუპაცია ჩვენი არასწორი პოლიტიკის ბრალიცაა“ - პაატა ბურჭულაძე

საქართველო, თბილისი - 12:49 | 23.11.2015
ნანახია: 1570

,,საქართველოს განვითარების ფონდის“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია მხოლოდ რუსეთის ბრა;ლი არაა. მისი შეფასებით, ქვეყნის ოკუპაცია საქართველოს არასწორი პოლიტიკის შედეგიცაა.

"რუსი დღეს ჩვენს ქვეყანაში ოკუპანტია. ძალიან სამწუხაროა. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ რუსეთის ბრალია, ეს ჩვენი ბრალიცაა. არასწორი პოლიტიკის ბრალია. მე საერთოდ ძალიან მიყვარს რუსი ადამიანი. მაგრამ ამას ვერ ვიტყვი რუსულ პოლიტიკაზე. რუსული პოლიტიკა ძალიან მკაცრია. მთავარია, რომ რუსული ფული არ იყოს. საქართველოში ესაა დღეს მთავარი. ხაზს ვუსვამ, რომ ეს არ არის რუსული ფული. ეს არის თანხა, რომელიც შემოვიდა ჯერჯერობით პირადად ჩემგან და ჩემი მეგობრებისგან", - განაცხადა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, მსოფლიო ბანი მისი გუნდის ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენას არ გამორიცხავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე