ავლაბარში მესხიშვილის ქუჩას ეთერ კაკულიას სახელი მიენიჭა

საქართველო, თბილისი - 12:47 | 23.11.2015
ნანახია: 1811

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტუილებით, ავლაბარში მესხიშვილის ქუჩას მომღერალ ეთერ კაკულიას სახელი მიენიჭა, ამის შესახებ ინფორმაციას „ფეისბუქის“ საკუთარ გევრდზე მომღერლის მეგობარი, ჟურნალისტი რაულ ქირია ავრცელებს.

„ძალიან სასიხარულო ამბავი, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ავლაბარში მესხიშვილის ქუჩას სახელი გადაერქვა და მიენიჭა ეთერ კაკულიას სახელი, მადლობა მათ, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა, ეთერი ამას იმსახურებდა, მადლობა ყველას, შეგეწიოთ დღევანდელი დღის მადლი, ქუჩას 29 ნოემბერს, ეთერის დაბადების დღეს საზეიმო ვითარებაში გავხსნით. კიდევ ერთხელ ეთერის სახელით, მისი ოჯახის სახელით გიხდით მადლობას!”, - წერს რაულ ქირია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე