გილიერმო დელ-ტოროს „საუკეთესო რეჟისორის“ ნომინაციაში „ოსკარის“ პრემია გადაეცა

საქართველო, თბილისი - 10:08 | 05.03.2018
ნანახია: 1159

მექსიკელ რეჟისორს გილიერმო დელ-ტოროს „საუკეთესო რეჟისორის“ ნომინაციაში  „ოსკარის“ პრემია გადაეცა. დაჯილდოების 90-ე ცერემონია ლოს-ანჯელესში გაიმართა.
ამ კატეგორიაში ასევე წარდგენილნი იყვნენ ქრისტოფერ ლონანი, ჯორდან პილი, გრეტა გერვიგი და პოლ ტომას ანდერსენი.

დელ ტოროსთვის ეს „ოსკარის“ მეოთხე ნომინაცია და პირველი გამარჯვებაა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე