„წყლის ფორმამ“ ოსკარის მთავარი ჯილდო მოიპოვა

საქართველო, თბილისი - 09:32 | 05.03.2018
ნანახია: 1163

მექსიკელი რეჟისორის გილიერმო დელ ტორის ფილმმა „წყლის ფორმა“ წლის საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაში  „ოსკარის“ მთავარი ჯილდო მოიპოვა.
„წყლის ფორმა“ - სიყვარულის ისტორიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალისა და ურჩხული-ამფიბიასი, რომელიც ამერიკის საიდუმლო ლაბორატორიაში შექმნეს. ფილმის მოქმედება 1960-იან წლებში ვითარდება. სურათი ნომინაციების რაოდენობით ლიდერი გახდა, ის 13 კატეგორიაში იყო წარდგენილი.

ფილმმა სულ ოთხი ოსკარი მიიღო: საუკეთესო რეჟისურისთვის, ორიგინალური საუნდტრეკისთვის,  პრემია ასევე მიიღეს დამდგელმა მხატვრებმაც.

ოსკარის დაჯილდოების 90-ე ცერემონია ლოს-ანჯელესში Dolby Theatre-ში გაიმართა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე