საქართველოს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველო, თბილისი - 11:34 | 23.11.2015
ნანახია: 1532

23-25 ნოემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი ეწვევა.

ლატვიელ კოლეგას  ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უმასპინძლებს. 24 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება ოფიციალური შეხვედრა. მხარეები განიხილავენ, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან,  პრემიერ მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი მოინახულებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცს და პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე