"ეროვნულმა ახალგაზრდულმა მოძრაობამ" რესპუბლიკური პარტიის ოფისთან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართა

საქართველო, თბილისი - 23:47 | 21.11.2015
ნანახია: 1667

დღეს, 21 ნოემბერს, "საქართველოს ეროვნულმა ახალგაზრდულმა მოძრაობამ" რესპუბლიკური პარტიის ოფისთან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს ხელისუფლებას რესპუბლიკურ პარტიას არ მიეცეს შესაძლებლობა 2016 წლის არჩევნებში "ქართული ოცნების " სახელით იასპარეზოს კოალიცია ”ქართული ოცნების” სახელით. ”ამ პარტიაში ვხედავთ იმ ძალას, რომელიც რეალურად ებრძვის ჩვენს ღირებულებებსა და ფასეულობებს. გამომდინარე იქიდან, რომ მათ გაიფართოვეს სახელმწიფო სტრუქტურის მართვის არეალი ისინი ნამდვილად საფრთხის შემცველნი არიან ჩვენი ქვეყნისთვის. ეგრეთ წოდებული მათი "დოქტრინები" აუცილებლად გამოიწვევს ჩვენი და მომავალი თაობების იდეოლოგიურ მომავალს. ბიძინა ივანიშვილს ერთხელ უკვე დაუთმო ხალხმა, სწორედ მან შეუქმნა ნიადაგი ამ 2%-იან პარტიას რომ აღზევებულიყო და დაეკავებინა სახელმწიფო მართვის ძირითადი სტრუქტურის სათავეები. მაგრამ მიუხედავად ამისა, უკვე მე-4 წელია ეს პარტია ისევ და ისევ მიუღებლად რჩება ქართული საზოგადოებისთვის. ჩვენ ვატარებთ კვლევებს, სადაც მხოლოდ ერთი კითხვით შემოვიფარგლებით " უნდა იყოს თუ არა რესპუბლიკური პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" შემადგენლობაში. შედეგები რესპუბლიკური პარტიისთვის სამარცხვინო და სავალალოა. ჩვენი აქციები ემსახურება იმას, რომ ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი, უნდა დასრულდეს პოლიტიკურ თანამდებობზე დანიშვნით ვაჭრობა რითაც მუდმივად მანიპულირებს რესპუბლიკური პარტია და ფაქტობრივად არაკანონიერი გზებით ცდილობს ხელში ჩაიგდოს სახელმწიფო მართვის სადავეები. ჩვენი ორგანიზაციისთვის დაუშვებელია სახელმწიფო ებარებოდეს ისეთი პარტიის წარმომადგენლებს, რომელთათვისაც ეროვნული ფასეულობები უმთავრესი არ არის. თუ გავიხსენებთ რესპუბლიკური პარტიის ლიდერების იმ ფსევდო-ეროვნულ განცხადებებს, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდნენ. წარმოუდგენელია საზოგადოებას სურდეს მათი ხილვა მოწინავე პოზიციებზე. ბერძენიშვილი და მთელი რესპუბლიკური პარტია ერთსქესიანი ქორწინების მომხრეა, თინა ხიდაშელი ბედნიერია იმით რომ თავისი შვილები საქართველოში არ ცხოვრობენ, იმიტომ რომ საქართველოს საქაჯეთს უწოდებს, ანტისახელმწიფო კანონპროექტი "ცვლილებები მიწის კანონში", რომელსაც გიგლა აგულაშვილი ლობირებდა, ისინი აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ მიიჩნევენ, უსუფაშვილი სიამაყით აცხადებს რომ საკუთარ შვილებს სამშობლოს სიყვარულს და პატრიოტიზმს არ ასწავლის და სხვა ასეთი მრავალი ის არაჯანსაღი ტენდენციები, რომელთა რეალიზაციაში მოყვანასაც ისინი აუცილებლად შეეცდებიან. მოვუწოდებთ, ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლებას, ნუ მისცემენ უფლებას ამ 2%-იან რეალურად უუნარო პარტიას იყვნენ იქ სადაც მათი ადგილი არ არის! რესპუბლიკური პარტია გაგრძელებაა ნაციონალური მოძრაობის, ჩვენი აზრით ისინი ნამდვილად აბსოლუტურ პროტოტიპს წარმოადგენენ წინა რეჟიმის. დაიღალა საზოგადოება, ჩვენი ორგანიზაციაც ხომ სწორედ ამ მოტივით ჩამოაყალიბდა რომ ითქვას ახალი სიტყვა ქართულ რეალობაში. ჩვენს თაობას, ანუ სტუდენტობას, ნამდვილად გვაქვს რესურსი მივიდეთ შედეგამდე”, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე