ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო ტარანტინოს ფილმში ერთად ითამაშებენ

საქართველო, თბილისი - 11:30 | 01.03.2018
ნანახია: 1624

ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო მთავარ როლებს შეასრულებენ კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში. ამის შესახებ Variety  Sony Pictures-ზე დაყრდნობით იუწყება.

ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ სიუჟეტი 1969 წელს - სერიული მკვლელის ჩარლზ მენსონის სექტისა და რომან პოლანსკის ცოლის შერონ ტეიტის მკვლელობის გარშემო ვითარდება.

დიკაპრიო ტელესერიალის ყოფილი მსახიობის რიკ დალტონის როლს შეასრულებს, პიტი კი მისი კასკადიორის კლიფ ბუტის როლს განასახიერებს. ორივე გმირი თავის ადგილს ვერ პოულობს და ჰოლივუდს ვერ ცნობს. სიუჟეტის მიხედვით დალტონის მეზობელი ტეიტი აღმოჩნდება

ტარანტინომ აღიარა, რომ ახალი ფილმის სცენარს ხუთი წლის განმავლობაში წერდა.

 „უსაზღვროდ მოხარული ვარ, გადმოვცე ისტორია ლოს-ანჯელესისა და ჰოლივუდის ისტორიის შესახებ, რომელიც აღარ არსებობს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დიკაპრიო და პიტი გუნდის წევრები გახდნენ და რიკსა და კლიფს ითამაშებენ“, - განაცხადა რეჟისორმა.

ფილმი ეკრანებზე 2019 წლის 9 აგვისტოს გამოვა - მენსონის სექტის წევრების მიერ შერონ ტეიტის მკვლელობიდან ზუსტად 50 წლის შემდეგ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე