გარემოსდამცველებმა მოქალაქეების მიერ ნაპოვნი შველი მტირალას ეროვნულ პარკში გაუშვეს

საქართველო, თბილისი - 16:00 | 21.11.2015
ნანახია: 4805

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ქედქედში მოქალაქეების მიერ ნაპოვნი შველი მტირალას ეროვნულ პარკში გაუშვეს.

ინფორმაცია, რომ შველი შპს „მაჭახელაჰესის“ ტერიტორიაზე წყალმიმღებთან იყო ჩავარდნილი, დეპარტამენტის ცხელ ხაზზე შევიდა. შველს გარეგანი დაზიანებები ჰქონდა, რომელიც სავარაუდოდ ნაპრალში ჩავარდნისას მიიღო. ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა, შველი რეაბილიტაციის მიზნით ვეტერინართან გადაიყვანეს, მოგვიანებით კი დაცულ ტერიტორიაზე მტირალას ეროვნულ პარკში გაუშვეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე