8 ქართველი დიზაინერის პროდუქცია Moredash-ის შოურუმში იქნება წარდგენილი

საქართველო, თბილისი - 13:25 | 27.02.2018
ნანახია: 1261

28 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 8 ქართველი დიზაინერის პროდუქცია საფრანგეთში, ქალაქ პარიზში „Moredash“-ის შოურუმში იქნება წარდგენილი.

ღონისძიება, რომელიც პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში წელიწადში ოთხჯერ იმართება, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაახლოებით 100 კომპანიასა, 130 ცნობილ შემსყიდველს (ე.წ ბაიერი) და პრესის წარმომადგენელს მასპინძლობს.

სააგენტოს ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, შოურუმში შემდეგი ქართული ბრენდები წარდგებიან: “N-Duo”, “Dalood”, “Anouki”, “Tamuna Ingoroyva”, “Lako Bukia”, “Brand Lalo”, “Materia Tbilisi”, Ltd “Lya”. შოურუმის ფარგელებში თითოეული ბრენდის წარმომადგენელსა თუ დიზაინერს საშუალება ექნება პროდუქცია ცნობილ შემსყიდველებს (ე.წ ბაიერებს) გააცნონ, დაამყარონ ბიზნესკავშირები პოტენციურ დამკვეთებთან და მოახდინონ წარმოებული პროდუქციის, როგორც პოპულარიზაცია ასევე საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაცია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე