სამგორის რაიონში გამწვანების აქცია გაიმართა

საქართველო, თბილისი - 13:57 | 21.11.2015
ნანახია: 1633

სამგორის რაიონში, გუმათჰესის ქუჩაზე, მე–10 კორპუსის მიმდებარედ არსებულ დ.ცეცხლაძის სახელობის სკვერში 70 წიწვოვანი ხე-მცენარე დაირგო.

გამწვანების აქციაში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, სამგორის რაიონის გამგებელი მამუკა ჩოქური და საკრებულოს ქვემო სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი ლია ჯახველაძე მონაწილეობდნენ. ხეების დარგვის პროცესში, ასევე, აქტიურად იყვნენ ჩართულები გამგეობის თანამშრომლებიც.

„დღეს სამგორის რაიონში მორიგი გამწვანების აქცია გაიმართა, რომელიც არის იმ კამპანიის ნაწილი, რასაც ჰქვია - მილიონი ხის პროგრამა თბილისში. მთელი ამ ხნის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა უბნებში დარგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და დეკემბრის თვეშიც ასე გაგრძელდება“, - განაცხადა მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ.

გამწვანების აქცია, საშემოდგომო რგვების ფარგლებში, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელშეწყობით გაიმართა.

საშემოდგომო რგვები 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება. ქალაქის შემოგარენსა და შიდა ტერიტორიაზე, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, 313 000 ხე-მცენარე დაირგვება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე