პრემიერ-მინისტრი გლობალურ კონფერენციას დაესწრო
საქართველო, თბილისი - 13:48 | 21.11.2015 ნანახია: 1617ჯანდაცვის სფეროს რეფორმის ძირითადი მიმართულებები და გამოწვევები 21-ე საუკუნეში-აღნიშნულ საკითხებზე სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტები, ექსპერტები და პოლიტიკოსები გლობალურ კონფერენციაზე მსჯელობენ. კონფერენციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, ბერნარ კუშნერთან ერთად დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ბერნარ კუშნერს საქართველოს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მისი ჩართულობა ჯანდაცვის რეფორმას კიდევ უფრო წარმატებულს გახდის.
"მინდა განსაკუთრებით მივესალმო განსაკუთრებულ სტუმარს ბერნარდ კუშნერს. ადამიანს, რომელიც ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს აგვისტოს ომის დროს ძალიან რთულ ვითარებაში როგორ იდგა მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად ომის წინა ხაზზე და ინაწილებდა იმ რისკებს და საფრთხეებს, რომელიც მაშინ მომდინარეობდა როცა ბომბები ცვიოდა ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში, ეს ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება. ეს არის მისი გამბედაობის და მისი განსაკუთრებული სოლიდარობის გამოხატვა ჩვენი ხალხისა და ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად…ჩვენთვის მეტად სასიამოვნოა, რომ ამ რანგის მოღვაწე ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში მიიღებს მონაწილეობას, და ეს იქნება უდიდესი დახმარება ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენი ჩართულობა კიდევ უფრო წამატებულს გახდის ამ რეფორმას,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისასალმებელ სიტყვაში პრემიერმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლების უმთავრესი ღირებულება ადამიანის სიცოცხლე, მისი ჯანმრთელობაა, რისი დასტურიც არის ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურებით.
" საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ჩაუყარა საფუძველი პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებას. მოგეხსენებათ, რომ განვითარებული ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის მთავარი და ყველაზე პროგრესული მიმართულება სწორედ პირველადი ჯანდაცვა გახლავთ, რადგან დროული მკურნალობა ქმნის დაავადებების მძიმე ფორმების განვითარების თავიდან აცილების შესაძლებლობას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი რეფორმა, რომელზეც ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა გლობალურ ალიანსთან ერთად. აუცილებლად მინდა შევეხო C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ბრძოლა გამოუცხადა ამ უმძიმეს დაავადებას და მიზნად დაისახა მისი ბოლომდე აღმოფხვარა. მე ვარ ბედნიერი, რომ დღეს საქართველოში C ჰაპტიტის მკურნალობა ხელმისაწვდომია ყველასთვის და უკვე გვყავს ადამიანები, რომლებმაც თითქმის ბოლომდე დაამარცხეს ეს ვირუსი. წარმატებული პირველი ეტაპის შედეგად ჩვენ საშუალება გვაქვს, წელსვე დავიწყოთ პროგრამის მეორე ეტაპი და ჩვენ დავამარცხებთ ამ დიდ პრობლემას,"-აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მომავალი წლიდან მოსახლეობის ამბულატორიული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, კიდევ უფრო მასშტაბური პროცესი დაიწყება და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.
გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბერნარ კუშნერმა თავის მოხსენებაში საყოველთაო ჯანდაცვის, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და ჯანდაცვის სფეროს სხვა რეფორმებს შეაფასა. მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.
„ბოლო წლები ჯანდაცვის საამინისტრომ კარგ შედეგებს მიაღწია, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა. ვფიქრობ, ასევე აუცილებელია დასახული მიზნების გაზიარება და მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. უმნიშვნელოვანესი იყო ცე ჰეპატიტის პროგრამის განხორციელება. საქართველო ეს არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ასეთი პროგრამის განხორციელება დაიწყო,“–განაცხადა ბერნარ კუშნერმა.
მანვე სამწუხარო უწოდა იმ ფატს, რომ ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი ვერ ვრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
გლობალური კონფერენცია „ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში-საქართველო და მსოფლიო“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გლობალური ალიანსის ორგანიზებით იმართება.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა