საქართველოს პრეზიდენტი მალის დედაქალაქში მომხდარ ტერორისტულ აქტს ეხმაურება

საქართველო, თბილისი - 13:12 | 21.11.2015
ნანახია: 1560

საქართველოს პრეზიდენტი მარგველაშვილი მალის დედაქალაქში მომხდარ ტერორისტულ აქტს ეხმაურება.

 "20 ნოემბერს მსოფლიო კიდევ ერთი აღმაშფოთებელი ტერაქტის მოწმე გახდა. ტერორისტთა თავდასხმამ მშვიდობიან მოქალაქეებზე მალის დედაქალაქ ბამაკოში დაადასტურა, რომ ტერორიზმს ეროვნება და რელიგია არ გააჩნია. 

გარდაცვლილთა შორის სხვადასხვა წარმომავლობის და რელიგიური აღმსარებლობის ადამიანები არიან. ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ ყველა დაღუპულის ოჯახს.

მძევალთა გათავისუფლების ოპერაციამ კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ერთიანი ძალისხმევა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ საერთაშორისო თანამშრომლობით მოხერხდა მათი დიდი ნაწილის გათავისუფლება. 

საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მტკიცედ დგას საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე