24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

საქართველო, თბილისი - 11:44 | 25.02.2018
ნანახია: 1350

ვერძი
გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდებათ. მუშაობისას ნუ დაუშვებთ შეცდომებს, ფული მოზომილად ხარჯეთ. 

კურო
უამრავ საქმეს ერთდროულად ნუ წამოიწყებთ, ნუ ეცდებით ყველას დახმარებას. ახლობლებისა და მეგობრების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. 

ტყუპი
გადახედეთ საკუთარ საქციელს, სიტყვებს. გამოასწორეთ, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. ჩანაფიქრი შეიძლება სხვა მეთოდებითა და სხვა ადამიანების დახმარებით განახორციელოთ. 

კირჩხიბი
ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას, დამატებით სამუშაოს. პირადი ცხოვრება გადახედვას საჭიროებს. ან განაახლეთ ურთიერთობა, ან დაემშვიდობეთ პარტნიორს. 

ლომი
ნუ ხართ პირდაპირი და მკაცრი, ეს ხელს შეგიშლით საქმეების მოგვარებაში. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას. 

ქალწული
კარგი დღე ელით პედაგოგ და აღმზრდელ ნიშნებს. თუმცა, ზომიერება და ტაქტი მართებთ ყველას. გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა. 

სასწორი
მოიმატებს ინტუიცია და პირადი მომხიბვლელობა. ზომიერება გმართებთ გამონათქვამებში. საღამოს შეხვდით მეგობრებს. 

მორიელი
კარგი დღეა ინფორმაციის, ცოდნის მისაღებად. აგრეთვე, შეხვედრებისა და კონტაქტებისთვი. წარმატებული დღე ელით შემოქმედებით სფეროში მომუშავეებს. მეტი დრო დაუთმეთ შვილების აღზრდას. 

მშვილდოსანი
რეალურად შეაფასეთ სიტუაცია, გარშემო მყოფები. მეტი მოთმინება და ტაქტი გმართებთ. ჩანაფიქრს განახორციელებთ, თუ სწორად დაგეგმავთ დეტალებს და გვერდით ერთგული ადამიანები გეყოლებათ. 

თხის რქა 
ან ფინანსური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ, ან სარფიან საქმეს დაიწყებთ. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს. შეიძლება გეგმის, ტაქტიკის შეცვლამ მოგიწიოთ. 

მერწყული
ფინანსურ ხარჯს საჭიროებს საოჯახო პრობლემების მოგვარება. უარყოფითი ემოციებისგან დასაცლელად ბუნებაში გაისეირნეთ. 

თევზები
პირადი ცხოვრება სასიამოვნო სურპრიზებითაა მდიდარი. ეცადეთ, არ გადაიღალოთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ შვილების მიმართ. 

წყარო: https://astrologi.ambebi.ge




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე