რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავმისადგომთან სამეურნეო-ფეკალური წყლებით ზღვა დააბინძურა

საქართველო, თბილისი - 11:34 | 25.02.2018
ნანახია: 785

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან სამეურნეო-ფეკალური წყლებით ზღვა დააბინძურა. გემის კაპიტანს ფოთის საქალაქო სასამართლომ 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დააკისრა, რასაც დაემატა გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა 1276 ლარის ოდენობით.

გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს, დაკისრებული საჯარიმო სანქციებისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე