ანა ნაცვლიშვილს 7 სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული - პროკურორი

საქართველო, თბილისი - 20:00 | 23.02.2018
ნანახია: 1189

ანა ნაცვლიშვილს 7 სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. გარდაცვლილს თავისა და კისრის არეში დანით 7 ჭრილობა აქვს მიყენებული. 

მისი თქმით, გარდაცვლილს ჭრილობები თავისა და კისრის არეში დანით ჰქონდა მიყენებული.

,,ანა ნაცვლიშვილის ცხედარი ყელგამოღადრული ესვენა. მას 7 სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ამოღებულია ლადო გრიგალაშვილის ავტოფარეხიდან. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მან დატოვა შემთხვევის ადგილი და ფაქტობრივად მიიმალა - ტანსაცმელი გამოიცვალა, გადამალა დანაშაულის იარაღი და ალიბის შექმნის მიზნით, თითქოსდა ანა ნაცვლიშვილი არ პასუხობდა სოციალურ ქსელში და ტელეფონზე, სახლში მივიდა გარდაცვლილთან და მეგობრებთან ერთად თითქოსდა ძებნა დაუწყო", - განაცხადა გრიგოლ ბიბილაშვილმა.

შეგახსენებთ, ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 1997 წელს დაბადებული პირი, რომლის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე