„მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა, მე ვარ“ - თბილისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 18:45 | 23.02.2018
ნანახია: 1173

„მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა, მე ვარ“, - ამ ლოზუნგით, თბილისში, ვარდების მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებული აქცია მსვლელობა მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, შეიქმნას ქმედითი შრომის ინსპექცია და დაწესდეს მაღალი სტანდარტების რეგულაციები.

აღსანიშნავია, რომ მსვლელობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქეები მონაწილეობენ, რომლებიც აქციაზე სიმბოლურად, მუშებისთვის განკუთვნილი ჩაფხუტებით და დროშებით მივიდნენ.

აქციაზე გაჟღერდა, რომ  ერთი მუშა 21 იანვარს, „პანორამა თბილისის“ გოლფის კლუბის მშენებლობისას დაიღუპა.

როგორც პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი, ირაკლი პეტრიაშვილი განმარტავს, არ შეიძლება სიხარბით და ველური კაპიტალიზმით შენდებოდეს ქვეყანა.

„ეკონომიკური პარამეტრებიც, ბიუჯეტის სიმცირეც, საზოგადოების სიდუხჭირეც მიუთითებს იმაზე, რომ მართალი ვიყავით“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე