ვაშინგტონში გამოფენა „მიგრაცია'' გაიმართა

საქართველო, თბილისი - 17:53 | 23.02.2018
ნანახია: 1771

ა(ა)იპ“მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის ორგანიზებით 21 თებერვალს საქართველოს საელჩოში ვაშინგტონში ჩატარდა გამოფენა „მიგრაცია’’.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქართული კუთხე. სპეციალურად გამოფენისთვის მოდის სახლმა „მარიგოლდმა'' შექმნა ქართული კოლექცია, რომლის წარდგენაც მოხდა საქარველოს საელჩოში ქართული კოლექცია მოირგეს ახალგაზრდა ქართველმა დელეგატებმა.

გამოფენაზე გამოფენილი იყო ახალგაზრდა დიპლომატების, ნინისა და დიმიტრის ფერწერული ნამუშევრები. მოწვეულ სტუმრებმა დაათვალიერეს მხატვარ-გრაფიკოსის თეა გუნთაიშვილის ქართული ხელნაკეთი თოჯინები.

გამოფენას დაესწრნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნიდან საერთაშორისო და არასამთავრებო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე