როგორ ახერხებს ანჯელინა ჯოლი იყოს 6 შვილის დედა და ჰქონდეს წარმატებული კარიერა

საქართველო, თბილისი - 17:18 | 23.02.2018
ნანახია: 1519

ანჯელინა ჯოლი წარმატების საიდუმლოს გვიმხელს. 42 წლის მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს, თუ როგორ შეიძლება გქონდეს წარმატებული კარიერა და ამავდროულად იყო მზრუნველი დედა.

დასავლური მედია, პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ და წარმატებულ ქალს უყურადღებობაში ადანაშაულებს.

მათი თქმით, ჯოლის ძალიან უჭირს კარიერის და მზრუნველი დედის როლის შეთავსება.

„საჭიროა ბალანსის დაცვა. ჩვენ ყველანი ვცდილობთ ეს მოვახერხოთ. ვფიქრობ, რომ ამისათვის საჭიროა ვიყო მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი. ასევე, მნიშვნელოვანია, სწორედ შევარჩიოთ საქმე და რაც ყველაზე მთავარია, სიამოვნებას ვიღებდეთ იმ საქმისგან, რასაც ვემსახურებით“, - განაცხადა მსახიობმა.

როგორც ჩანს წარმატების ეს ფორმულა მართლაც ამართლებს. მსახიობი ოჯახზე შესანიშნავად ზრუნავს და 6 შვილს მზრუნველობას არ აკლებს. 

შეგახსენებთ, რომ მსახიობმა ბრედ პიტთან განქორწინებაზე სასამართლოში განაცხადი ჯერ კიდევ 2016 წლის სექტემბერში შეიტანა. ჯოლი ცდილობდა, რომ მისთვის მამობის უფლება ჩამოერთმია, მაგრამ ამ დრომდე ისინი ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებიან.                                         

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი შვილებთან ერთად-ის სურათის შედეგი

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი შვილებთან ერთად-ის სურათის შედეგი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე