ძალიან ახალგაზრდა ვარ ასეთი ჯილდოსთვის - უილიამ დეფო

საქართველო, თბილისი - 14:21 | 23.02.2018
ნანახია: 1119

ამერიკული კინოსა და თეატრის მსახიობი უილიამ დეფო კინოფესტივალ ბერლინალეზე „ოქროს დათვით“ დააჯილდოვეს. მას ეს საპატიო ჯილდო კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის გადასცეს.

ფესტივალის მთავარ სასახლეში შედგა ფილმის „მონადირე“ ჩვენება, რომელშიც მსახიობი მთავარ როლს თამშობს.

„დეფო ძალზე ნიჭიერი მსახიობია. ის საშუალებას აძლევს მაყურებელს დარჩეს მასთან პირისპირ“, -ასეთი კომენტარი გააკეთა ფესტივალის დირექტორმა დიტერ კოსლიკმა.

ფილმის ჩვენების შემდგომ ჩატარდება გრანდიოზული დაჯილდოვება. ფესტივალის ფარგლებში მაყურებელს  დეფოს მონაწილეობით კიდევ ათი ფილმის ნახვის საშუალება მიეცემა. მათ შორის „სიცოცხლე და სიკვდილი ლოს-ანჯელესში“.

ფესტივალის დირექტორი მსახიობს პირველად არ იწვევს. „უილიამ დეფო ჩვენი ფესტივალის ახლო მეგობარია, ხშირად გვსტუმრობდა სტუმრის სტატუსით. 2007 წელს კი ჟურის წევრიც იყო. მოხარული ვარ, რომ მის მრავალწლიან შრომას მივაგეთ პატივი და მსახიობი დაჯილდოვდა „ოქროს დათვით“.

თავად მსახიობი მიიჩნევს, რომ მას ეს ჯილდო ნაადრევად გადასცეს.

„მე ჯერ არც ისე მოხუცი ვარ, პირიქით ძალიან ახალგაზრდაც კი ასეთი პატივისთვის“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე