ნათია თოდუამ ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში ვერ გაიმარჯვა

საქართველო, თბილისი - 13:12 | 23.02.2018
ნანახია: 1916

The Voice of Germany-ის გამარჯვებული ნათია თოდუამ ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში ვერ გაიმარჯვა. ქართევლმა მომღერალმა სიმღერა My Own Way შეასრულა, თუმცა მან ერთ-ერთი დაბალი შეფასება მიიღო. 

გერმანიას კი 2018 წლის ევროვიზიის კონკურსზე მიხაელ შულტე წარადგენს. DW-ს ცნობით 27 წლის შემსრულებელი ევროვიზიაზე სიმღერით You Let Me Walk Alone წარდგება. კომპოზიციამ მაყურებელთა და ჟიურის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. 

გამოცემის ინფორმაციით, მომღერალმა ეს სიმღერა მამას მიუძღვნა, რომელიც 13 წლის წინ გარდაიცვალა. 

შეგახსენებთ, რომ რიგით 63-ე ,,ევროვიზია 2018'' პორტუგალიაში გაიმართება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე