მელანია ტრამპის მშობლებმა აშშ-ში მუდმივი ცხოვრების უფლება მოიპოვეს

საქართველო, თბილისი - 17:20 | 22.02.2018
ნანახია: 1027

ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკაცრი და არაკეთილგანწყობილი მიდგომის მიუხედავად არალეგალების მიმართ, მისი მეუღლის მელანია ტრამპის მშობლებს ამერიკაში მუდმივი ცხოვრების უფლება მიენიჭათ.  

ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია მელანია ტრამპის მშობლების ადვოკატმა მიაწოდა. მან განმარტა, რომ შესაბამისი სტატუსი პირველი ლედის მშობლებს ამერიკის კანონმდებლობის ყველა პროცედურის გათვალისწინებით მიენიჭათ. 

ცნობისთვის, ვიქტორ და ამალია კვანსები სლოვენიის მოქალაქეები არიან. ,,მათ აშშ-ში ცხოვრების უფლების მოპოვებისთვის ისარგებლეს ოჯახის გაერთიანების სახელმწიფო პროგრამით, რომლის გაუქმებასაც დიდი ხანია ცდილობს მათი გავლენიანი სიძე", - წერს მედია და დასძენს, რომ ამერიკის მოსახლეობამ ეს ფაქტი პრეზიდენტის მხრიდან თვალთმაქცობად შეაფასა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე