ქვეყანაში შრომითი ტრეფიკინგია - ბექა ნაცვლიშვლი

საქართველო, თბილისი - 17:14 | 22.02.2018
ნანახია: 1256

,,ქვეყანაში შრომითი ტრეფიკინგია", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

ნაცვლიშვილის განმარტებით, ადამიანებს ზეგანაკვეთური მუშაობა არ უნაზღაურდებათ, მაგრამ სამსახურის დაკარგვის შიშით ხმას ვერ იღებენ. 

„დღემდე არის ყალბი შეხედულება, რომ დასაქმებული არის უბრალო ჭანჭიკი, რომელიც როცა გაფუჭდება, ან მოძველდება, შეიძლება გადააგდო, რომ დასაქმებული დოვლათის შექმნის პროცესში საერთოდ არ მონაწილეობს. სანამ ამ ლოგიკას მივყვებით, ყოველთვის ასეთი დამოკიდებულება გვექნება ჩვენი თანამოქალაქეების ღირსეულ შრომის უფლებებზე და პირობებზე. დღეს არის ტრეფიკინგი, არა იმ თვალსაზრისით, რომ ვიღაცას პასპორტებს პარავენ, სარდაფებში კეტავენ და იქ ამუშავებენ, არამედ ადამიანები ზეგანაკვეთურად მუშაობენ და ეს ზეგანაკვეთური მუშაობა ანაზღაურებული არ არის, იმიტომ, რომ ყველას ეშინია, თუ ის ხმას ამოიღებს ზეგანაკვეთურის მოთხოვნით, მას სამსახურიდან გააგდებენ, ახალს მოიყვანენ, ახალ ჭანჭიკს მოიტანენ და დაამაგრებენ იქ. ეს არ არის იძულებითი შრომა, როდესაც ადამიანი შრომობს და შესაბამისი ანაზღაურება არ აქვს“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე