ბერნარ კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველო, თბილისი - 11:43 | 21.11.2015
ნანახია: 1643

ბერნარ კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში მიიღებს მონაწილეობას, - გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

ბერნარ კუშნერმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმები  - საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცენდენტო პროგრამები დადებითად შეაფასა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს გლობალური კონფერენციის - „ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში - საქართველო და მსოფლიო“ როლზე, რომლის მონაწილეებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით მიმართავს.

საქართველოს ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს მოხსენებაში გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი.

გლობალური ალიანსი ჯანდაცვის საერთაშორისო ექპერტების  ჯგუფია, რომელიც   უმაღლესი კლასის პროფესიონალებითა და ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრებით არის დაკომპლექტებული. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე