დაუჯერეთ საკუთარ მოქალაქეებს და არა ბიუროკრატებს - გიგა ბოკერია

საქართველო, თბილისი - 16:40 | 22.02.2018
ნანახია: 1142

,,დაუჯერეთ საკუთარ მოქალაქეებს და არა ბიუროკრატებს“, - ასე მიმართა ,,ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას. 

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ყველა დამსაქმებელმა უნდა იცოდეს, რომ თუ მის გამო ადამიანი დაზიანდება, ამაზე პასუხისგება მოუწევს. 

,,მოდი, კანონში ჩავწეროთ სრული სისულელე, რომ საწარმოს ჰყავდეს ექიმი. ეს ხალხი შემდეგ ჩვეულებრივ ქრთამს აიღებს და არაფერი შეიცვლება. თქვენს მიერ ბიუროკრატიული სტრუქტურების შექმნით ვითარება გაუმჯობესდა? პირიქით, ვითარება დამძიმდა! ჩვენ გთავაზობთ, რომ ყველა დამსაქმებელმა იცოდეს, რომ თუ მის გამო ადამიანი დაზიანდება, ამაზე პასუხისგება მოუწევს - ზოგს სისხლისსამართლებრივად, ხოლო კომპანიებს - ფინანსურად. ასეთ შემთხვევაში, ყოველგვარი ბიუროკრატიული პირობების გარეშე, რეალურად იზრუნებენ, რომ შრომის კარგი პირობები ჰქონდეთ“, - განაცხადა ბოკერიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე