Gucci-ის პროვოკაციული ჩვენება საოპერაციო ბლოკში

საქართველო, თბილისი - 16:02 | 22.02.2018
ნანახია: 1236

მილანის მოდის კვირეულზე Gucci-ის ახალმა კოლექციამ მაყურებელის გაოცება გამოიწვია. სარეანიმაციო ბლოკი, პალატა, საწოლი, მოუხერხებელი სკამები და იდუმალი გარემო, - ეს გახლდაც იტალიური ბრენდისა და დიზაინერის ერთობლივი ჩანაფიქრი.

საავადმყოფოს ლედ ნათურების განათების ფონზე გამოჩნდნენ მოდელებიც და წარადგინეს შემოდგომა-ზამთრის კოლექცია.

„ეს იყო სილამაზე, რომელმაც შესაძლოა თავიც კი დაგაკარგვინოს, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით“, - ასე შეაფასეს Gucci-ის პროვოკაციული ჩვენება დამსწრე საზოგადოებამ.

მოდელებს ხელში სხეულის სხვადასხვა ნაწილები ეკავათ. რომლებიც იმდენად ფოტოგრაფიული სიზუსტით იყო შესრულებული, რომ მათი გარჩევა რეალურისგან შეუძლებელი იყო. მაკრატლის და ქსოვილის დახმარებით მან შექმნა ადამიანის ახალი სახე, რაც იყო კოლექციის მთავარი ჩანაფიქრიც.

„ჩვენი სამუშაო ეს არის ქირურგიული მუშაობა, ჩვენ ვჭრით, ვარჩევთ, ვატარებთ ექსპერიმენტებს საოპერაციო მაგიდაზე,“ - განაცხადა Gucci-ს სახლის კრეატიულმა დიზაინერმა ალესანდრო მიქელემ.

სწორედ, მისი ახალი კოლექციის - „კიბორგის“ შთაგონების წყარო აღმოჩნდა ფილმი „საშიში ზღაპრები“.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე