გარიგებულ მატჩებზე ბრალდებულებმა თავი დამნაშავედ ცნეს

საქართველო, თბილისი - 15:38 | 22.02.2018
ნანახია: 992

კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა.

საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მწვრთვნელს, ვაჟა კვარაცხელიას, ამავე კლუბის თანამფლობელ თემურ დათიკაშვილსა და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯ ზაზა მაჩალაძეს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, საიდანაც 6 თვეს ისინი საპატიმროში მოიხდიან, 1 წელი კი პირობითი მსჯავრი დაეკისრებათ, ირაკლი და დავით ბერიშვილებს კი 2 წლიანი პირობითი მსჯავრი დაედოთ.

გარდა ამისა, ხუთივე ბრალდებულს 5 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე, ხუთივე ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე