პროკურატურა: მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული ავტომანქანები და მიწის ნაკვეთი დაუბრუნდებათ
საქართველო, თბილისი - 14:36 | 22.02.2018 ნანახია: 926საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი აგრძელებს ქონების უკანონოდ ჩამორთმევის და უკანონოდ გასამართლებული დაზარალებული მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის პროცესს, რომლის ფარგლებში დეპარტამენტმა მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილებები მიიღო: დაზარალებულ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული ორი ავტომანქანა დაუბრუნდება, ხოლო ერთი მსჯავრდებულის მიმართ უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გადაისინჯება, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი უკანონოდ ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნებას შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
,,დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტი. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2010 წლის 24 ნოემბერს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის ფაქტზე დაკავებულ იქნა მოქალაქე ლევან ჯამაგიძე, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულმა თანამდებობის პირებმა, ლევან ჯამაგიძის ოჯახის წევრებს, ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, უკანონოდ მოსთხოვეს და შეასყიდინეს მთლიანობაში 95 568 ლარის ღირებულების ორი ერთეული „ჰიუნდაი IX 35“ მარკის ავტომანქანა, რომლებიც ჯამაგიძის ოჯახმა ჩუქების გზით სახელმწიფოს გადასცა. მხოლოდ ამის შემდეგ ლევან ჯამაგიძესთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით სასჯელზე.
ჩვენს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, პროკურატურა მიმართავს სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს, რათა დაზარალებულ ლევან ჯამაგიძეს დაუბრუნდეს ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ზემოხსენებული ორი ავტომანქანა.
რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ იმსჯელებს მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე.
გარდა ამისა, ახალმა დეპარტამენტმა უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილებაც მიიღო. 2011 წლის 17 თებერვლის განაჩენით მოქალაქე გიორგი ონიანი ცნობილ იქნა დამნაშავედ მიწის ნაკვეთის თაღლითურად ხელში ჩაგდების ფაქტზე, რომლის თანახმადაც 2005 წელს, გამგეობაში წარდგენილი ყალბი დოკუმენტების და ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე, გიორგი ონიანმა საკუთრებაში დაირეგისტრირა გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარე 228,38 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი.
სინამდვილეში, ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ონიანის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი 2011 წელს ხელისუფლების ინტერესის ქვეშ მოექცა. ქონების ჩამორთმევის მიზნით, თითქოსდა ამ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამართალდამცველებმა დააკავეს გიორგი ონიანი და საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ კუთვნილი 228,38 ჰა დან უკანონოდ დაათმობინეს 120 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი.
პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გიორგი ონიანის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების მოთხოვნით. სასამართლოს მიერ პროკურატურის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში დაზარალებული დაიბრუნებს უკანონოდ ჩამორთმეულ მიწის ნაკვეთს.
ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად, გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოში 53 მსჯავრდებულის მიმართ გაიგზავნა შუამდგომლობა, საიდანაც 16 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი; დაზარალებულად ცნობილ 149 მოქალაქეს დაუბრუნდა 44 მილიონამდე ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის ავტომანქანები, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, სასტუმრო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ.“, - აცხადებენ უწყებაში.
პოლიტიკა
- პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
- ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი, ახლაც დამარცხდება - ეკა ხერხეულიძე
- ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ, ამ ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს - დავით მათიკაშვილი
- არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
- სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა