ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია, სავარაუდოდ, მარტიდან დაიწყება

საქართველო, თბილისი - 14:22 | 22.02.2018
ნანახია: 943

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია, სავარაუდოდ, მარტიდან დაიწყება.

გარდა ამისა, მიმინოშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა:

„ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგეგმილ ცვლილებების შინაარსობრივ ნაწილზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. პირველ რიგში, ეს ეხება ზოგად უნარებს და მცირედი ცვლილებაა ქართული ენისა და ლიტერატურის შეფასების სქემაში, თუმცა ამას ცვლილებას არც დავარქმევდი. რაც შეეხება ადმინისტრირების ნაწილს, აქ შესაძლოა ცვლილებები გვქონდეს საგამოცდო ცენტრების თვალსაზრისით და ამაზე უფრო დეტალურად აბიტურიენტების რეგისტრაციის დაწყების წინ ვისაუბრებთ“, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე