საქართველოში სამუშაო ადგილებზე რეგულაციების გამკაცრებისა საჭიროება კვლავინდებურად დგას - Amnesty International

საქართველო, თბილისი - 13:00 | 22.02.2018
ნანახია: 922

საქართელოში სამუშაო ადგილებზე რეგულაციების გამკაცრებისა და დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ მათი ეფექტური მონიტორინგის საჭიროება კვლავინდებურად დგას", - ამის შესახებ Amnesty International-ის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი. 

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების შედეგად ათეულობით ადამიანი გარდაიცვალა.

"მსხვერპლის განსაკუთრებით დიდი ნაწილი კი, მაღაროებსა და მშენებლობებზე დასაქმებულ მუშებზე მოდიოდა. რეგულაციების გამკაცრებისა და დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ მათი ეფექტური მონიტორინგის საჭიროება კვლავინდებურად დგას“, – ნათქვამია ანგარიშში.

გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, 2017 წელს  სამუშაოს შესრულების დროს 41 ადამიანი დაიღუპა, 66 კი მძიმედ დაშავდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე