ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამხედროები ოკუპირებულ აფხაზეთში აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას

საქართველო, თბილისი - 12:07 | 22.02.2018
ნანახია: 1438

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამხედროები ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას, - განცხადება ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტსა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

ოკუპირებულ ცხინვალში ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. რუსული მხარის განცხადებით, მოსკოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების დაცვას მომავალშიც გააგრძელებს.

ანატოლი ბიბილოვმა კი რუსეთთან აქამდე დადებული შეთანხმებების შესრულების პირობა დადო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე