შსს-მ თბილისში კანონიერი ქურდი დააკავა

საქართველო, თბილისი - 11:14 | 21.11.2015
ნანახია: 851

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი საამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რევაზ ლ. კანონიერი ქურდობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ რევაზ ლ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია კანონიერ ქურდად. ბრალდებული ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს, ეთანხმება მის მიზნებს, თავისი ცხოვრების წესით ქურდული სამყაროს მხარდაჭერას საჯაროდ გამოხატავს. რევაზ ლ-ს აქტიური ურთიერთობა ჰქონდა ქურდული სამყაროს წევრებთან, ასევე აქტიურად მოქმედებდა ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად და მონაწილეობდა ე.წ. ქურდულ გარჩევებში.

აგრეთვე დადგინდა, რომ 2011 წელს რევაზ ლ. საფრანგეთში სხვადასხვა ორგანიზებულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, საქართველოსა და საფრანგეთში ქურდული საერთოს - ე.წ. „ობშიაკის“ თანხების შეგროვებისა და განკარგვის საკითხებში მონაწილეობდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე