პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველო, თბილისი - 18:08 | 21.02.2018
ნანახია: 819

საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილი მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და 83 მომხრე ხმით, 13-ის წინააღმდეგ ვეტო დაძლია.

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებსა და საკანონმდებბლო ცვლილებებზე მსჯელობა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართა, სადაც გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოყენებული ვეტოს შინაარსი დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ გააცნო.

საკითხზე გამართული პოლიტიკური დებატების შემდეგ, დეპუტატებმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს კენჭი უყარეს.

შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილი კანონროექტის იმ ნაწილს არ დაეთანხმა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომერციული რეკლამის განთავსებას და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხს ეხება. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე