ელიზაბედ II ლონდონის მოდის კვირეულს დაესწრო (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 14:34 | 21.02.2018
ნანახია: 1098

ელიზაბედ II ლონდონის მოდის კვირეულს დაესწრო. ინგლისის დედოფალი პირველად 66 წლის განმავლობაში, მოულოდნელად ესტუმრა ლონდონის მოდის კვირეულს.

91 წლის დედოფალის ნახვა შესაძლებელი იყო პირველ რიგებში. ჩვენებაზე დედოფალი იჯდა ჟურნალ Vogue-ის რედაქტორთან, ანა ვინტურის ვერდით იჯდა. მის გვერდით იყო ასევე ბრიტანული მოდის საბჭოს ხელმძღვანელი კეროლაინ რაში.

მედიის ყურადღება მიიქცია დედოფლის ჩაცმულობამ, რომელსაც ღია ცისფერ ტონალობაში გადაწყვეტილი კაბა და პიჯაკი ეცვა.

ჩვენების დასასრულს დედოფალმა ახლადდარსებული პრემია, 27 წლის მოდელიორს, ბრიტანეთის დიზაინის განვითარებისთვის გადასცა.

ბრიტანული მოდის საბჭოს ხელმძღვანელმა კეროლაინ რაშმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ დედოფალის ვიზიტი პატივი იყო ყველასთვის. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე