შუახევის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩატარდა

საქართველო, თბილისი - 12:10 | 21.02.2018
ნანახია: 786

დღეს, შუახევის ჰოსპიტალში ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალიდან მიწვეული სპეციალისტები უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ. 

კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ანგიოქირურგი, უროლოგი, გინეკოლოგი, რადიოლოგი, ტრავმატოლოგი, ნევროლოგი, ნეიროქირურგი, ზოგადი ქირურგი და ოჯახის ექიმი შუახევის ჰოსპიტალში 10:00 – 16:00 სთ-მდე ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო კონსულტაციებს გაუწევენ.

კონსულტაციების მისაღებად წარმოებს წინასწარი ჩაწერა +995 32 2 55 05 05 / *05 05.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე