დღეს, მსახიობ მურმან ჯინორიას 72 წელი შეუსრულდა

საქართველო, თბილისი - 09:46 | 21.02.2018
ნანახია: 2048

დღეს, მსახიობ მურმან ჯინორიას 72 წელი შეუსრულდა.    

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1975 წელს.

1975-1982 წწ. იყო კინომსახიობთა თეატრის მსახიობი; 1975 წლიდან კინოსტუდია ,,ქართული ფილმის" მსახიობი; 1983 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი; 1996 წლიდან ვ. ანჯაფარიძის ერთი მსახიობის თეატრის მსახიობი.

1995 წლიდან არის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მსახიობის ოსტატობისა და მეტყველების პედაგოგი. შეასრულა 60-მდე როლი თეატრში, კინოში, სატელევიზიო დადგმებში და რადიო-სპექტაკლებში. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე