თუ მარგველაშვილი ახალი კონსტიტუციის ჩარჩოებში ჩაეტევა, ყველაფერი თავის ნორმაში ჩაჯდება - სოზარ სუბარი

საქართველო, თბილისი - 19:35 | 20.02.2018
ნანახია: 838

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელში ცდილობს, ისეთი პრეზიდენტი იყოს, როგორიც იყო სააკაშვილი ან შევარდნაძე და არ გამოსდის.

სუბარის შეფასებით, თუ ის იმ ჩარჩოებში, რაც ახალმა კონსტიტუციამ განსაზღვრა, მაშინ ყველაფერი თავის ნორმაში ჩაჯდება.

"ძველ ტიკში ახალი ღვინო არ ჩაისხმევა, რადგან გასკდება და დაიხევა. ამას უკეთებს პრეზიდენტის ინსტიტუტს. თუ ჩაეტევა იმ ჩარჩოებში, რაც ახალმა კონსტიტუციამ განსაზღვრა, მაშინ ყველაფერი თავის ნორმაში ჩაჯდება. ჩვენ ვერ ვხედავთ მაგალითად, გერმანიის პრეზიდენტს, რომელიც ისეთ რამეს აკეთებდეს, რის გაკეთებასაც დღეს მარგველაშვილი ცდილობს. უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მოდელი, რომელიც შექმნა 2010 წელს სააკაშვილმა და რომელიც განმტკიცდა ახლა ბოლო ცვლილებებით, ეს არის დაახლოებით ის მოდელი, რაც არის გერმანიის კონსტიტუცია და ზოგადად, რაც არის საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინსტიტუტების შერყევა მათი საფირმო ნიშანია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე