„სადახლოსა“ და „წითელ ხიდზე“ არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 18:09 | 20.02.2018
ნანახია: 894

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და „წითელი ხიდი“, 19 თებერვალს არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საერთო ჯამში, 6,600 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი, სომხეთის მოქალაქის, ზ.მ-ს კუთვნილი ხელბარგისა და საქართველოს მოქალაქის, ი.ფ-ს ფიზიკური დათვალიერებისას აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე