დიდ ბრიტანეთში შექმნილმა პარტია ,,განახლებამ“ ბრექსიტის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო

საქართველო, თბილისი - 15:05 | 20.02.2018
ნანახია: 802

დიდ ბრიტანეთში შექმნილმა პარტია ,,განახლებამ“ ბრექსიტის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო. ცოტა ხნის წინ შექმნილი პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ შეეცდებიან პარლამენტის წევრები ბრიუსელთან მიღწეული შეთანხმებების დაბლოკვაში დაარწმუნონ.

,,განახლება“ მაისში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასაც გეგმავს.

არსებული შეთანხმებების თანახმად, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი მომავალი წლის გაზაფხულზე სრულდება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე