რუსთავში მცხოვრები სტუდენტები სამგზავრო ტარიფის დაწესებას ითხოვენ

საქართველო, თბილისი - 15:02 | 20.02.2018
ნანახია: 762

რუსთავში მცხოვრები სტუდენტები სამგზავრო ტარიფის დაწესებას ითხოვენ. ისინი ქალაქის მერიასთან მართავენ აქციას და აცხადებენ, რომ სტუდენტურ ტარიფს უკვე 3 წლის განმავლობაში ითხოვენ. 

მათი განცხადებით, სტუდენტების ხელშეწყობის სანაცვლოდ,  ,,რუსთავის მერიის  ჩინოვნიკებმა საკუთარი მდგომარეობა გაიუმჯობესეს“ და მხოლოდ ერთ თვეში პრემია-დანამატის სახით 320 000 ლარი აიღეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ტარიფების დაწესებას სულ 4500 სტუდენტი ითხოვს. მათ დღეს ქალაქის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრაც მოითხოვეს, თუმცა სტუდენტები შენობაში არ შეუშვეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე