მე ცოცხალი, ჯანმრთელი და ბედნიერი ვარ - სილვესტერ სტალონე

საქართველო, თბილისი - 14:00 | 20.02.2018
ნანახია: 2056

დღეს ინტერნეტ სივრცეში ამერიკელი მსახიობის სილვესტერ სტალონეს გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ჰოლივუდის მსახიობი აცხადებს, რომ ცოცხალია, თუმცა შოკირებულია ასეთი ინფორმაციის გაჟონვით, რადგან მისი თაყვანისმცემლები ძალზე სწრაფად ავრცელებდნენ ინფორმაციას და სურათებს წარწერით „RIP”.

მსახიობს მოუწია სწრაფი რეაგირება მოეხდინა ტვიტერით და ინსტაგრამით, რომ ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს.

„გთხოვთ დააიგნოროთ ეს ცრუ და სულელური ინფორმაცია“ - წერს 71 წლის მსახიობმა.

„მე ცოცხალი, ჯანმრთელი და ბედნიერი ვარ, თუმცა ჯერ კიდევ შოკირებული და აღშფოთებული მომხდარით“.

შეგახსენებთ რომ დღეს გავრდცელებული ინფორმაციით, ჰოლივუდის მსახიობი პროსტატის კიბოს შედეგად გარდაიცვალა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე