უნდა გაგაჩნდეთ მკაფიო მესიჯები, რათა ხალხს ესმოდეს, რატომ გსურთ დასავლურ და არა ჩრდილოეთ საზოგადოებაში გაერთიანება - იან კელი

საქართველო, თბილისი - 13:56 | 20.02.2018
ნანახია: 958

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ საზოგადოების მხარდაჭერა გქონდეთ, რომ მკაფიო მესიჯები გაგაჩნდეთ, რომ თქვენს ხალხს ესმოდეს, თუ რატომ შედის თქვენს ინტერესებში დასავლურ და არა ჩრდილოეთ საზოგადოებაში გაერთიანება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებზე ტრენინგების ციკლის გახსნისას განაცხადა. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ სტრატეგიული გეგმა გამოიმუშაოს კომუნიკაციისთვის როგორც საქართველოს შიგნით, ასევე საქართველოს გარეთ. მისივე თქმით, მათ ინტერესებში შედის, რომ საქართველო უფრო და უფრო დაუახლოვდეს დასავლეთს და დასავლურ გაერთიანებებს - ნატო-სა და ევროკავშირს.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს მესიჯები ისე უნდა გააჟღერდეს, რომ ხალხს ის ესმოდეს.

„ეს მესიჯები ისე უნდა გააჟღეროთ, რომ ხალხს ის ესმოდეს. უნდა მოქმედებდეთ პრინციპით, ერთი გუნდი, ერთი მისია, ერთი მესიჯი. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან თქვენ უნდა განსაზღვროთ ნარატივი თქვენი ქვეყნისთვის. თუ თქვენ არ განსაზღვრავთ, ვინმე სხვა ჩრდილოეთისკენ განსაზღვრავს მას თქვენთვის ან დააფინანსებს მავნე ძალებს ქართულ საზოგადოებაში, რათა განსხვავებული ნარატივი განსაზღვრონ, რომელიც თქვენს ინტერესებში არ შედის“, - განაცხადა იან კელიმ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე