თეა წულუკიანი ემრე ჩაბუქის მიერ ქვეყნის დატოვების რისკებზე საუბრობს

საქართველო, თბილისი - 13:33 | 20.02.2018
ნანახია: 1260

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ემრე ჩაბუქის მიერ ქვეყნის დატოვების რისკებზე საუბრობს. მისი თქმით, რისკი არსებობს იქედან გამომდინარე, რომ გირაოს თანხა ძალიან დაბალია.

,,ფიქრობ, რომ გირაოს თანხის ნაწილში არსებობის რისკი იმდენად დაბალია, რომ ბატონ ჩაბუქსგაუჩნდეს სურვილი, ექსტრადიციის დასრულებამდე დატოვოს ქვეყანა.  გავაანალიზებთ, გირაოს თანხის ნაწილში ხომ არ უნდა გასაჩივრდეს მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, სასამართლოს მიერ ჩაბუქის გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ საექსტრადიციო პროცესი დასრულდა.

„ის, რომ გუშინ საკონსტიტუციო ვადის ცხრა თვის გასვლასთან დაკავშირებით ბატონი ჩაბუქი გათავისუფლდა სასამართლოს მიერ რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ საექსტრადიციო პროცესი დასრულდა. ის უბრალოდ ციხის გარეთ დაელოდება ექსტრადიციის პროცედურების დასრულებას. მე როგორც ექსტრადიციის საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები პირი, ველოდები სასამართლო პროცესის დასრულებას.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი გუშინ 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე