გიორგი გახარიამ და კახა კალაძემ „112"-ის ახალი პროგრამა წარადგინეს
საქართველო, თბილისი - 13:08 | 20.02.2018 ნანახია: 878ევროპის მოედანზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი პროექტი წარადგინეს, რომელიც გულისხმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112"-ში, აღნიშნული პროგრამის საშუალებით, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან კოორდინაციით, „112"-ში შემოსული შეტყობინებისთანავე, ოპერატორი შეძლებს ელექტრონული კომუნიკაციის გზით, მყისიერად გადასცეს საჭირო დეტალური ინფორმაცია თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრსა და პატრულ-ინსპექტორებს.
პროექტის წარდგენისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, პროგრამის მნიშვნელობაზე და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საპოლიციო სერვისების განვითარებაზე ისაუბრა.
„დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი დღე გვაქვს, რადგან როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ რეფორმებს ვატარებთ როგორც პოლიციაში, საპატრულო პოლიციაში, ასევე, ქალაქში. დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენ წარმოგიდგენთ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც უფრო დახვეწილ და ხარისხიან სერვისს მიაწვდის თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ის მარტივად და ეფექტურად აკავშირებს 112-ს საპატრულო პოლიციას და თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრს. ეს გახლავთ ძალზედ მნიშვნელოვანი სერვისი, რადგან თითოეულ მოქალაქესთან უნდა ვიყოთ ეფექტიანები, სწრაფები და მათთან ახლოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას სჭირდება დახმარება.
მოგეხსენაბათ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ვატარებთ მრავალ რეფორმას და მინდა წინასწარ გითხრათ, რომ უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ იმ ერთიანი სივრცის, ინტეგრირებული პლატფორმის პრეზენტაციას, რომელიც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ჩვენ მოქალაქეებთან. მოგეხსენებათ, ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ საპოლიციო სერვისების კიდევ უფრო განვითარება, რომ მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციას შორის კავშირი იყოს კიდევ უფრო ეფექტური, ნდობა იყოს კიდევ უფრო მაღალი და ჩვენს ქალაქში კიდევ უფრო მაღალი ხარისხით იყოს მართლწესრიგი უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თბილისის მერიასთან და ეს პროექტი გახლავთ ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი მაგალითი. კარგად გვესმის, რომ ჩვენი ძირითადი მიზანი, თბილისში და ქვეყანაში, მართლწესრიგის დამყარებაა. მადლობას გიხდით დღეს მობრძანებისთვის. მინდა მოგილოცოთ კიდევ ერთი ასეთი წინგადადგმული ნაბიჯი!" - განაცხადა გიორგი გახარიამ
მიმდინარე წლიდან აღნიშნული პროგრამა სრულად ჩაიწერება საპატრულო ეკიპაჟების და თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების პორტატიულ კომპიუტერებში. სიახლის მთავარი უპირატესობაა კომუნიკაციის დროის შემცირება და შემთხვევის შესახებ დამატებითი ინფორმაციის უმოკლეს დროში გაგზავნის შესაძლებლობა.
ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას მინიმუმამდე დაჰყავს როგორც ვერბალური კომუნიკაცია, ისე ცდომილების ალბათობა, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და რეაგირების ოპერატიულობას, რომელიც ამ პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და რიგ შემთხვევაში, გადამწყვეტი ფაქტორია.
პოლიტიკა
- პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
- ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი, ახლაც დამარცხდება - ეკა ხერხეულიძე
- ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ, ამ ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს - დავით მათიკაშვილი
- არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
- სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა