„TV პირველის“ საქმეზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროკურატურას სარჩელით მიმართა

საქართველო, თბილისი - 13:03 | 20.02.2018
ნანახია: 1046

,,TV პირველზე" განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის გამო "ნაციონალური მოძრაობა" ყოფილი და მოქმედი ვიცე-პრემიერების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს.

პარტიის წარმომადგენლებმა პროკურატურაში სარჩელი დღეს შეიტანეს.

,,ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ხელისუფლება ,,TV პირველის" სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას დიმიტრი ქუმსიშვილისა და ალექსანდრე ჯეჯელავას მონაწილეობით ცდილობდა.

ხატია დეკანოიძის თქმით, მათ დაკითხვას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს, ვინც ტელეკომპანიის მფლობელებს აიძულებდა, არხის წილები დაეთმოთ.

,,ჩვენი მოთხოვნა არის, რომ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა სახელმწიფო რეკეტიორების წინააღმდეგ. იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პირდაპირ ახორციელებდნენ რეკეტს. ეს არის ვიცე პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც გადაიქცა ივანიშვილის პირად რეიდერად, უკვე ძალიან დიდი ხანია საუბრობს საზოგადოება. ასევე განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. ეს ორი ადამიანი პირდაპირ აძალებდნენ "TV პირველის" მფლობელებს გადაეფორმებინათ წილი სხვა ადამიანზე მესამე პირზე“, - განაცხადა დეკანოიძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე