საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველო, თბილისი - 09:55 | 20.02.2018
ნანახია: 909

20-21 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ასელბორნი ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში ლუქსემბურგის საგარეო უწყების ხელძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებთან.

შეხვედრებისას ყურადღება გამახვილდება ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე და სამომავლო პერსპექტივებზე, საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.

საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია მედიის წარმომადგენლებისთვის.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე