თუ სირიის არმია აფრინში ქურთების დასახმარებლად შევა, თურქეთს ვერავინ შეაჩერებს - მევლუთ ჩავუშოღლუ

საქართველო, თბილისი - 18:03 | 19.02.2018
ნანახია: 801

ვერავინ შეაჩერებს თურქეთს, თუ სირიის არმია აფრინში ქურთების დასახმარებლად შევა, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. მისივე  თქმით, სამხედრო ოპერაციის დაწყება თურქეთის საზღვრებთან ტერორისტული საფრთხის განეიტრალებას ისახავს მიზნად.

„ახლა მთავარი კითხვაა, შევა თუ არა ასადის არმია აფრინში, და თუ შევა რა მიზნით? თუ მათი შესვლის მიზანი ქურთული ჯგუფებისგან ტერიტორიის გაწმენდა იქნება, აქ პრობლემა არ არის. თუ ისინი ტერორისტებს ეხმარებიან, მაშინ ვერავინ შეგვაჩერებს. ეს ეხება აფრინსმანბიჯს და ევფრატის აღმოსავლეთ ტერიტორიას“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სირიის სამთავრობო სააგენტო SANA-ს ინფორმაციით, სირიის ხელისუფლების მომხრე „სახალხო ძალები“ აფრინში რამდენიმე საათში შევლენ.

თურქეთმა სირიაში ტანკები 21 იანვარს შეიყვანა. კერძოდ, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში, სადაც ქურთების პოზიციებია. მანამდე თურქეთის ავიაციამ აფრინის რაიონში ქურთთა პოზიციები დაბომბა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე