ბათუმის მერიაში ბათუმელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 17:30 | 19.02.2018
ნანახია: 1159

ლუკა ასათიანის ქუჩაზე მდებარე ბათუმის მერიის შენობაში ბათუმელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა დაიწყო.

გამოფენაზე წარმოდგენილია სულ 19 ნამუშევარი, აქედან 17 ფერწერა და 2 ქანდაკება. 
გამოფენის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია დილის 9:00 -დან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირის გარდა.

გამოფენა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, შემდეგ კი, ახალი ექსპონატებით ჩანაცვლდება.
აღსანიშნავია, რომ მერიის შენობაში ბათუმელი მხატვრების ნამუშევრების პირველი გამოფენა 1919 წელს გაიმართა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე